ENG

ონლაინ დისკუსია თემაზე - „სასამართლო და კერძო მედიაციის საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში“

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ონლაინ ფორმატში გაიმართა ვებინარი თემაზე - „სასამართლო და კერძო მედიაციის საკანონმდებლო გარანტიები საქართველოში“.

დისკუსია გახსნეს: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ; თსუ- ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ირაკლი ბურდულმა; " საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა;

ვებინარს უძღვებოდნენ: თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, NCADR-ის აღმასრულებელი დირექტორი - ნათია ჩიტაშვილი და NCADR-ის ექსპერტი, თსუ - ის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი - აკაკი გაწერილია.

დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს მედიაცია დავის გადაწყვეტის სამართლებრივი პროცესი და მისი ინსტიტუციონალიზაცია დავის გადაწყვეტის სისტემაში; მედიაციის არსობრივ-პროცედურული უპირატესობები; მედიაციის შესახებ დათქმის ნამდვილობის წინაპირობები; სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფისა და აღსრულების, კონფიდენციალურობის საკანონმდებლო და სახელშეკრულებო გარანტიები.

ონლაინ დისკუსიის მასპინძელი გახლდათ საქართველოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უკან
სხვა სიახლეები

2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია.

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაცია გაგრძელდება 2024 წლის 14 ივნისის ჩათვლით.

მედიაცია ბიზნეს კვირეულის ფარგლებში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ქ.ბათუმში გამართა შეხვედრა

ღონისძიება მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” ფარგლებში

მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი მესამე ყოველწლიური ფორუმი

ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ - ნინო კვენეტაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა - ელგუჯა მელაძემ და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა - დავით ებრალიძემ.