ENG

მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი მესამე ყოველწლიური ფორუმი

მედიაციის ბიზნეს კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან ერთად მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი მესამე ყოველწლიური ფორუმი გამართა.

ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ - აკაკი საღირაშვილმა, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ - ნინო კვენეტაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა - ელგუჯა მელაძემ და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა - დავით ებრალიძემ.

ფორუმი მიმდინარეობდა პანელური დისკუსიის ფორმატში, სადაც მიწვეულმა სტუმრებმა განიხილეს კომერციული მედიაციის როლი ბიზნეს-ეფექტურობის მიღწევაში და ბიზნეს დავების გამოწვევები სასამართლოში.

ფორუმზე უცხოელმა ექსპერტმა, სინგაპურის დავების გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის დირექტორმა - დოქტ. ნადია ალექსანდერმა, გაუზიარა ფორუმის მონაწილეებს სინგაპურში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება

ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს კომერციული მედიაციის როლი ბიზნეს-ეფექტურობის მიღწევაში და ბიზნეს დავების გამოწვევები სასამართლოში.

ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ მიზნად ისახავს ერთის მხრივ, დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, სტაბილური პლატფორმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მეტი შეიტყონ მედიაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეფექტიანად, მოკლე ვადაში და ნაკლები დანახარჯით მათ წინაშე არსებული დავები თავად მოაგვარონ მედიაციის გამოყენებით
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.