ENG

ონლაინ კონფერენცია თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL), „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ორგანიზებით, 2021 წლის 28 იანვარს, 15:30 საათზე (თბილისის დროით), გაიმართება ონლაინ კონფერენცია თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია.

მომხსენებლები სამი კონტინენტიდან მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში.

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/2Ne9nyk
აღნიშნული საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია