ENG

ონლაინ მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

26-29 მარტს, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (TSU NCADR) ორგანიზებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის“ (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით მიმდინარეობს ონლაინ მედიაციის ტრენინგი.
ღონისძიება გახსნა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა - გიორგი ჩხეიძემ.
4-დღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიმართება ეროვნული შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში (3, 4, 5 აპრილი, 2021).

ტრენინგისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატები, გამარჯვებულებისთვის შეთავაზებული იქნება 14 სპეციალური ნომინაცია მედიაციაში, წიგნადი პრიზები და სტაჟირება საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია