ENG

ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მედიატორის პროფესიული ეთიკა და პროფესიული გამოწვევები”.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) თანამშრომლობით შედგა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მედიატორის პროფესიული ეთიკა და პროფესიული გამოწვევები”.

კონფერენციაზე განხილულ იქნა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მიერ შემუშავებული მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პროექტი, რომლის შინაარსობრივ მხარეზე ქართველმა მედიატორებმა (კოდექსის პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრებმა) მოისმინეს გერმანელი ექსპერტის, მედიატორი ქალბატონ ინგრიდ ჰონლინგერის (მედიატორი, გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრი, გერმანიის მედიაციის შესახებ კანონის თანაავტორი) მოსაზრებები პროექტის შემდგომი დახვეწის მიზნით.

ღონისძიება დაიგეგმა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” და გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის კომიტეტის ეგიდით.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა