ENG

ონლაინ შეხვედრა: მედიაცია - დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ შეხვედრა: მედიაცია - დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი საქართველოში, სადაც მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ საქართველოს გორის, რუსთავის, მარნეულის,  საგარეჯოს დათელავისა  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისების წარმომადგენლებმა.
შეხვედრა გახსნა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების გორის კოორდინატორმა ნინო გიორგაძემ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმადა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) - ის წარმომადგენელმა ირინა ლორთქიფანიძემ. „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებმა ლაშა კალანდაძემდა თორნიკე ბაქრაძემ  ისაუბრეს სასამართლო და არასასამართლო მედიაციის წარმატებულ შემთხვევებზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.