ENG

პირველი ერთობლივი ტრენინგი იუსტიციის სასწავლო ცენტრთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მედიაციის თემაზე პირველი ერთობლივი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მედიაციის არსის, მედიატორის როლის, მედიაციის პროცესის თავისებურებების უფრო ღრმად გაცნობას და მედიატორის უნარ-ჩვევების ათვისებას.
ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტ „მედიაცია და არბიტრაჟი დავების ეფექტიანი გადაწყვეტისათვის “ მენეჯერმა, ლიანა ქარცივაძემ. ტრენინგს უძღვებოდა მედიატორი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ლაშა კალანდაძე.

ტრენინგს ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები.

ტრენინგი UNDP -ს პროექტის „მედიაცია და არბიტრაჟი-დავების ეფექტიანი გადაწყვეტისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია