ENG

პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 22 მარტიდან იწყება მედიატორთა მსურველ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების მიზნით პროგრამაზე რეგისტრაცია. პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღით.

პროგრამაზე რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით რომელიც განთავსდება ასოციაციის ვებ-გვერდზე www.mediators.ge 

დოკუმენტაციის დეტალური ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულების მე-5 მუხლში.
უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.