ENG

ქალთა უფლებების რეალიზება მედიაციის საშუალებით”

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ვებინარი თემაზე - “ქალთა უფლებების რეალიზება მედიაციის საშუალებით”.

ღონისძიება გახსნა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა - ირინა ჯაფარიძემ.

ვებინარს უძღვებოდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორი - კონსტანტინე გელაშვილი, ასევე, დისკუსიაში მონაწილეობდნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ელენე ორჯონიკიძე და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი - გურამ კორკოტაშვილი.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია