ENG

ქართველი მედიატორები ბავშვის უფლებათა კოდექსის სპეციალიზირებულ კურსს გადიან

2020 წლის 1 სექტემბრიდან ასამოქმედებელ “ბავშვთა უფლებათა კოდექსის” მოთხოვნების შესაბამისად 2020 წლის 12-14 აგვისტოს მიმდინარეობს ქართველი მედიატორების დისტანციური სწავლება და სპეციალიზაცია.
“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” მადლობას უხდის USIAD PROLoG -ს პროექტს აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.
“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” გააგრძელებს ყველა დაინტერესებული მედიატორის სწავლებას აღნიშნული სპეციალიზაციის მიხედვით, რათა პროფესია პასუხობდეს საზოგადოების საჭიროებებს ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნებისთვის საქართველოში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია