ENG

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის" თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, ინსტიტუციური განვითარებისა და დარგის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას ისახავს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც აჭარის რეგიონში დანერგვა/პოპულარიზაციის დავის გადაწყვეტის ალტერნატიულის მექანიზმის ასევე, მედიაციის მექანიზმის გამოყენების ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი იქნება.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.