ENG

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებს გააცნო საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესი, როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში, ასევე ისაუბრა სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით დამკვიდრებულ, მედიაციის სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე სტუდენტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა მემორანდუმის ფარგლებში სამართლის აკრედიტირებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში, სავალდებულო სასწავლო დისციპლინის სტატუსით დამკვიდრდა, მედიაციის სასწავლო კურსი.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაცია მზად არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მედიაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია