ENG

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ირაკლი ბონდარენკოს შეხვდა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ირაკლი ბონდარენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მედიაციის წინაშე არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ საკითხები.

ირაკლი ყანდაშვილმა და ირაკლი ბონდარენკომ გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სასამართლო მედიაციის წარმატებულ ფუნქციონირებას და მედიაციის დარგის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.

”საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მედიაციის გზით დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, უზრუნველყოფს სამართლის უზენაესობის კიდევ მეტად განმტკიცებას და მართლმსაჯულების კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვიზიტის დროს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოინახულა ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს ბაზაზე არსებული სამედიტაციო ცენტრები.

შეხვედრის დასასრულს მხარეთა შორის შეთანხმდა სამომავლო თანამშრომლობის გეგმა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.