ENG

საერთაშორისო კონფერენცია - „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „მედიაციის გამოყენების პროცესში არსებული ტენდენციები, რისკები და შესაძლებლობები“.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ორასამდე სხვადასხვა ქვეყნის მედიაციის სფეროს წარმომადგენლები. კონფერენციის ერთ-ერთ პანელში წარმოდგენილი იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიც არის „მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციის ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრირება.

პანელში ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს გაუზიარა საქართველოში არსებული მედიაციის პრაქტიკა და ისაუბრა სინგაპურის კონვენციის კანონმდებლობაში ინტეგრირებაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შორის გაიმართა თემატური დისკუსია და მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული მედიაციის პრაქტიკის გაზიარება. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მუდამ მზად არის საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა