ENG

საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრი

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და საქართველოს უნივერსიტეტის მასპინძლობით პირველად საქართველოში გაიმართება დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (INADR) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მედიაციის შეჯიბრი - INADR International Law School Mediation Tournament.

 „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ კონკურსში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელისთვის დააწესა სპეციალური ჯილდო “Best Newcomer Mediator”.

2021 წლის შეჯიბრს - INADR International Law School Mediation Tournament უმასპინძლებს საქართველო. დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლუწი წლების განმავლობაში, შეჯიბრს მასპინძლობს ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (IL), ხოლო კენტი წლების განმავლობაში - ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტი.

მედიაციის საერთაშორისო ყოველწლიური შეჯიბრი აერთიანებს სამართლის სკოლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მთელი მსოფლიოდან. კონკურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ, როგორც მედიაციის ტექნიკა და სახეები, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობით.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ გამოთქვამს მზაობას ყოველწლიურად მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ შეჯიბრში და გამოხატოს მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობის მიმართ.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია