ENG

საერთაშორისო მედიაციის კონკურსი დაიწყო

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და საქართველოს უნივერსიტეტის მასპინძლობით დაიწყო INADR The InterNational Academy of Dispute Resolution -ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო მედიაციის კონკურსი INADR International Law School Mediation Tournament 2021. მედიაციის საერთაშორისო ყოველწლიური შეჯიბრი აერთიანებს სამართლის სკოლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მთელი მსოფლიოდან.
 
კონკურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს შეისწავლონ, როგორც მედიაციის ტექნიკა და სახეები, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანადაშვილი მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა საქართველოს უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და მედიაციის განვითარების ხელშეწყობისთვის. წარმატება უსურვა კონკურსის თითოეულ მონაწილეს.

შეგახსენებთ რომ, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ კონკურსში გამარჯვებული პირველი ადგილის მფლობელისთვის დააწესა სპეციალური ჯილდო “Best Newcomer Mediator”.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.