ENG

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია

28 იანვარს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL), „საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე - მედიაცია კომერციული და საოჯახო დავების ეფექტიანი გადაწყვეტის საშუალება / სინგაპურის კონვენცია.

ღონისძიებას მოდერირებას უწევდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი- მარია სლაზაკი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ - დავით ასათიანი და ჰონგ კონგის სამარათლის საზოგადოების პრეზიდენტი მელისა პენგი მიესალმნენ.

მედიატორებმა და იურისტებმა მსოფლიოს 3 კონტინენტის 8 ქვეყნიდან გაუზიარეს მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია, მედიაციის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშრებით.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია