ENG

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე - სასამართლო მედიაცია და მოსამართლის როლი

26 თებერვალს უკრაინის მედიაციის აკადემიის,„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“, უკრაინის ადვოკატთა ასოციაციის მედიაციის კომიტეტისა და ოდესის იუსტიციის რეფორმის რეგიონალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია თემაზე - სასამართლო მედიაცია და მოსამართლის როლი.

ღონისძიება გახსნა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა. კონფერენციაზე საქართველოდან მოხსენებით წარსდგა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თინათინ ვაშაყმაძე.

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის საქართველოს, ნიდერლანდების და ფინეთის მოსამართლეებმა, ისაუბრეს სასამართლოსა და მედიაციის ურთიერთთანშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მსოფლიო მასშტაბით, მედიაციის ხელშწყობისა და განვითარების მიზნით მხარს უჭერს მოსამართლეთა და მედიატორთა მჭიდრო თანამშრომლობას. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა აშკარად ცხადყოფს მედაციის გზით არსებული დავების ეფექტურ გადაწყეტას.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია