ENG

საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) ორგანიზებით “Twinnig for lawyers” პროგრამის ფარგლებში მესამე საერთაშორისო კონფერენციაში.

ირაკლი ყანდაშვილმა, კონფერენციაზე მოდერირება გაუწია პანელს - “ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები - სასამართლოს გადატვირთულობის შემცირება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“. აღნიშნულ პანელში მონაწილეობას იღებდნენ მედიაციის კომიტეტის წევრები 12 ქვეყნიდან.

შეხვედრის მონაწილეებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტი - მარია სლაზაკი, ევროპის თანამშრომლობის პროგრამის ხელძღვანელი - ლილია გრეტარსდოტირი და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სიმონ ბაბაიანი მიესალმნენ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა და ჩართულობა საერთაშორისო პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია