ENG

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ვილნიუსის მიკოლა რომერის უნივერსიტეტის მიწვევით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სპიკერის სტატუსით მოხსენებით წარსდგა სავალდებულო სასამართლო მედიაციის პანელში.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მედიატორები, რომელთაც ირაკლი ყანდაშვილმა საქართველოს წარმატებული მოდელის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია