ENG

საინფორმაციო შეხვედრა მედიაციის შესახებ ქ.ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან.

მედიაციის ბიზნეს კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებთან და ბათუმის მედიატორებთან გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა .

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა.

შეხვედრაზე მოსამართლეებმა და მედიატორებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები მათი პრაქტიკიდან გამომდინარე, ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“