ENG

საკონსულტაციო შეხვედრა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორებმა: ხათუნა (ლია) სანიკიძემ, ლელა ხუნდაძემ და ეკატერინე ჯაველიძემ საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტთან ნინა ქიტოშვილთან.

შეხვედრაზე მედიატორებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს დოქტორანტს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რა სერვისები და მექანიზმები არსებობს ოჯახური დავების სიტუაციაში არასრულწოვანი ბავშვების დახმარების ან რეაბილიტაციისთვის; რა ტიპის პრობლემები ვლინდება ამგვარ სიტუაციაში ბავშვებთან მიმართებაში და მედიაციის პროცესში.
უკან
სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.