ENG

სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში

29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ( ELSA Georgia) ორგანიზებით ჩატარდა სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.

პროქტის მიზანს წარმოადგენდა იურისტ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებში მედიაციასთან დაკავშრებული, როგროც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. შერჩეულ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში მედიატორების მიერ ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები მედიაციის შესახებ;
გასაუბრებების საფუძველზე პროექტში შეირჩა 35 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სალექციო პროცესში.

სამართლის სკოლის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები; მედიაციის არსი და მნიშვნელობა მედიაციის შედარებითი უპირატესობა დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულგზებთან მიმართებით;
2. მედიაციის ეთიკური საფუძვლები და პრინციპები;მედიაციის მნიშვნელობა ქართული სამართლის განვითარებაში, საქართველოს კანონი ,,მედიაციის შესახებ“
3. მედიაციის პროცესი (გახსნა, მომზადება, მოლაპარაკება);
4. მედიაციის მონაწილე მხარეები, მედიატორის როლი მედიაციის პროცესში;
5. მედიაციის წარმოების ფორმები;
6. მედიაციის შესაბამისი ვერბალური კომუნიკაცია,ნდობის ჩამოყალიბება,აქტიური მოსმენის ტექნიკები, ემოციების გაზიარება.

სამართლის სკოლის დასრულებასთან ერთად მონაწილეები გადანაწილდნენ 3 კაციან ჯგუფებში და ამჟამად ემზადებიან მედიაციის შეჯიბრისთვის.
უკან
სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.