ENG

სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერითა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ( ELSA Georgia) ორგანიზებით იმართება ღინისძიება: სამართლის სკოლა და შეჯიბრი მედიაციაში.

პროქტის მიზანს წარმოადგენს იურისტ სტუდენტებსა და ახალგაზრდა იურისტებში მედიაციასთან დაკავშრებული როგროც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. შერჩეულ მონაწილეებს ერთი კვირის განმავლობაში მედიატორების მიერ ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები მედიაციის შესახებ; აღნიშნული ღონისძიების მიზანია გააცნოს სტუდენტებს მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება.

აპლიკაციების საფუძველზე პროექტში შეირჩევა 35 საუკეთესო მონაწილე, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდათ ლექციები მედიაციისა და მისი სტადიების შესახებ.

სამართლის სკოლის ფარგლებში განსახილველი საკითები:
1. მედიაციის არსობრივ-პროცედურული მახასიათებლები, მედიატორის როლი;
2. მედიაციის პროცესი;
3. მედიაციის ეთიკური საფუძვლები და პრინციპები; მედიატორთა ეთიკის სტანდარტები და დისციპლინური წარმოების წესი;
4. მედიაციის შესაბამისი ვერბალური კომუნიკაცია, ნდობის ჩამოყალიბება, აქტიური მოსმენის ტექნიკები, ემოციების გაზიარება;
5. მედიაციის მნიშვნელობა ქართულისამართლის განვითარებაში, საქართველოს კანონი,,მედიაციის შესახებ“. მედიაციის წარმოების ფორმები წარმომადგენლის როლი მედიაციაში.

სამართლის სკოლის შემდგომ, მონაწილეები დაიყოფიან 3 კაციან გუნდებად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ერთმანეთს შეეჯიბრებიან მედიაციაში. მედიაციის საქმის ავტორები და პროცესების შემფასებლები იქნებიან კვალიფიციური იურისტები და მედიატორები.

თითოეულ ეტაპზე გუნდის მიერ მიღებული შეფასებათა დაჯამებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.
ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს კი ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება საქართველოს მედიატორთა ასოციციაში.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/d9D8v8Qy8sZynwgC8

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 31 მარტი 23:59 საათი, აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 35 საუკეთესო მონაწილე
სამართლის სკოლა მედიაციაში დაიწყება 4 აპრილს Google Meeting-ის საშუალებით. დეტალური დღის წესრიგი მონაწილეებს ეცობებათ არჩევის შემდგომ.

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაუკავშირდით:
( ELSA Georgia)
ანა ქოიავა, ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და
კონფერენციების მიმართულებით
 +995 555 23 51 15
 seminarsconferences@ge.elsa.org
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია