ENG

სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით EWMI-მ ჰიბრიდული ღონისძიება გამართა

სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით EWMI-მ ჰიბრიდული ღონისძიება გამართა, რომელშიც სასამართლოების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა ღონისძიებაზე შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) ახალი, ხუთწლიანი სამართლის უზენაესობის პროგრამა წარუდგინეს. პროგრამა მოიცავს 2022-2026 წლებში განსახორციელებელ იმ პროექტებს, რომლებიც კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი, რომელმაც მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა მედიაციის ფართოდ დანერგვის საჭიროებას , რაც განაპირობებს მართლმსაჯულების კიდევ უფრო ეფექტიან ხელმისაწვდომობას.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.