ENG

სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში ახლად გახსნილი სასამართლოს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მედიაციის განვითარების პროექტის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოში ახლად გახსნილი სასამართლოს მედიაციის ცენტრის წარმომადგენლებთან.

ღონისძიება განხორციელდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით.

მონაწილეებს მიესალმა და შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - თამარ იმნაიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთის რაიონული სასამართლოს, ახალციხის რაიონული სასამართლოს,თელავის რაიონული სასამართლოს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მენეჯერები და სასამართლო აპარატის თანამშრომლები.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს არსებულ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. აღნიშნულ საკითხს დიდი დაინტერესება მოყვა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან და დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ იმნაიშვილმა ღონისძიებაში მონაწილე სასამართლო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ასევე განიხილა სამედიაციო საქმეთა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების წესის და სტანდარტის არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები.

შეხვედრის ბოლოს დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა და შეჯამდა ღონისძიების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია