ENG

სამუშაო შეხვედრა და დისკუსია - მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში

14 აპრილს, “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (global compact Georgia) ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა და დისკუსია - მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში.

ღონისძიება გახსნა - „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა - სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა - მაკა ფერაძემ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საქმიანობის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მედიატორებმა ელენე ორჯონიკიძემ და სოფიო ჩაჩავამ ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს მედიაციის ფორმები, დავებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტები და ის სერვისები, რომელსაც მედიატორთა ასოციაცია ბიზნესს სთავაზობს;

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.


უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა