ENG

სამუშაო შეხვედრა “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ წარმომადგებლებთან

მედიაციის კვირეულის ფარგლებში “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ დირექტორთან დავით ებრალიძესთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფოთის თიზ-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ უპირატესობებს, რომლებიც ბიზნეს დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი და ის განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის გაცნობას ბიზნეს სექტორისთვის.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.