ENG

სამუშაო შეხვედრა ჯეიმს მოლიტერნოს მონაწილეობით

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით და მისი ექსპერტის, ჯეიმს მოლიტერნოს მონაწილეობით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროექტის განხილვა იყო.

შეხვედრას დისციპლინური სამართალწარმოების წესებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფისა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ასევე სხვა დაინტერესებული მედიატორები ესწრებოდნენ. ღონისძიება USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა - რუსუდან ტაბატაძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა გახსნეს.

ჯეიმს მოლიტერნომ მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები და რჩევები გაუზიარა დისციპლინირების წესების საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის შესახებ.

პრეზენტაციების შემდეგ კითხვა-პასუხის სესია და აქტიური დისკუსია გაიმართა.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალური საკითრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისა და საქპატენტის თანაორგანიზებით დაგეგმილ ვებინარში, რომელიც დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდებს შეეხებოდა.

ღონისძიება გაიმართა WIPO-სა და სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ,,საქპატენტს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. ვებინარზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოში მედიაციის პროცესის პრინციპებსა და მორიგების ხელშეკრულებების აღსრულების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.