ENG

სამუშაო შეხვედრა კონკურენციის სააგენტოში - მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ .

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მედიაციის კვირეულის ფარგლებში კონკურენციის სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ .

ღონისძიება გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრა დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმშია გაიმართა, რომელსაც მედიატორთა ასოციაციის წევრები და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა იმსჯელეს - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითად ვალდებულებებზე, კანონისმიერ გარანტიაზე, უსამართლო კომერციულ საქმიანობაზე და მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციურ გარანტიებზე. მათ შორის ხაზი გაესვა , მედიაციის როგორც დავის ალტერნატიული მექანიზმის როლს და აღნიშნულ პროცესში ეფექტიან თანამშრომლობას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“