ENG

სამუშაო შეხვედრა “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ დონორი ორგანიზაციის USAID - ის მხარდაჭერით „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინსტიტუციური გაძლიერების და მედიაციის განვითარების პროექტის ფარგლებში გამართა სამუშაო შეხვედრა “მედიაციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა და მედიატორთა საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს და ეხება შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ჰერბ ბოუმენმა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები კანონპროექტის პაკეტის დახვეწასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ 24 იანვარს მიმართა საქართველოს პარლამენტს მედიატორთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის წინადადებით
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია