ENG

სამუშაო შეხვედრა მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის კონცეფციაზე

21 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში (PROLoG) - ის მხარდაჭერითა და ბრიტანელი ექსპერტის ჩართულობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის კონცეფციის შექმნას და დანერგვას საქართველოში.

სამუშაო ჯგუფი შედგება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებისაგან, მოქმედი მედიატორებისგან, ადვოკატთა კორპუსის და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებისგან.

მნიშვნელოვანია რომ, 2022 წლიდან ყველა მედიატორი დაექვემდებარება სავალდებულო პროფესიულ განვითარების კურსებს, რაც საზოგადოებაში აღნიშნული პროფესიისადმი დამატებითი ნდობის მოპოვების და ხარისხიანი და უსაფრთხო მედიაციის შექმნის გარანტი გახდება საქართველოში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია