ENG

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან

მედიაციის კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, მოსამართლეებთან გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატში სამუშაო შეხვედრა .

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და მედიატორებმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხებოდა სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს; სამედიაციო პროცესის მიზნებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის შემდგომი რეგულირების პერსპექტივებს და ეთიკური სახდელის გასაჩივრების პროცესუალურ რეგულირებას.

შეხვედრა დასრულდა შემაჯამებელი დისკუსიით და დაიგეგმა მედიაციის კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით ისეთი ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დარგის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილები ხორციელდება!

2020 წლის 01 იანვრიდან „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, რის შემდგომ აქტიურად ინერგება სამედიაციო პრაქტიკა საქართველოში. განვლილი წლების მანძილზე დაგროვდა არაერთი გამოცდილება, რამაც გამოავლინა პრაქტიკის და დარგის შემდგომი განვითარების მიზნებისთვის მოქმედ კანონში ცვლილებების განხორიცელება,

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და ELSA Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მედიაციის პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში და მისი არსობრივ-პროცესუალური უპირატესობები“

ღონისძიებას გაუძღვა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თამარ იმნაიშვილი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი ქუთაისში, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი - თეონა გრიგოლაშვილი და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი მიესალმნენ.