ENG

სამუშაო შეხვედრა საფრანგეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ დიეგო კოლასთან

მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გამართა მედიაციის შესახებ (როგორც დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის საქართველოში), გაცნობითი სამუშაო შეხვედრა, საფრანგეთის სახელმწიფოს ელჩთან საქართველოში ბატონ დიეგო კოლასთან.

მხარეთა მიერ განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივაში თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთის მოქალაქეებს და ბიზნესებს წარმოდგენილს საქართველოში დავის არსებობის შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია მედიაციის მექანიზმის თაობაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უპირატესობებს,რომლებიც დავის მონაწილე მხარეებისთვის უალტერნატივოა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით.

დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ინიციატივები.
უკან
სხვა სიახლეები

საინფორმაციო ბიულეტენი

გაეცანით "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" 2022 წლის იანვარი - დეკემბრის აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენს.

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში

სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა აჭარის რეგიონში, ქ. ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზე.

სამუშაო შეხვედრა კონკურენციის სააგენტოში - მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ .

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” მედიაციის კვირეულის ფარგლებში კონკურენციის სააგენტოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ .