ENG

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიის ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ , გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიის "ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრებთან გამართა სამუშაო შეხვედრა.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერმა - ივანე ჩიტაშვილმა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა მედიაციის მნიშვნელობაზე, მის უპირატესობებზე და ადვოკატის როლზე მედიაციის პროცესში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიის ახალგაზრდა კომიტეტის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია მედიაციაში არსებული გამოწვევების შესახებ, წარმოადგინეს ინიციატივები და იმსჯელეს მათი განხორციელების გზებზე
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია