ENG

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიის "ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ , გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიის "ახალგაზრდა ადვოკატთა კომიტეტის წევრებთან გამართა სამუშაო შეხვედრა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ოფიცერმა ივანე ჩიტაშვილმა.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს პროექტის მნიშვნელობაზე სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებისა და მართლმსაჯულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა მედიაციის, როგორც ალტერნატიული დავის გადაწყვეტის ფორმის, მნიშვნელობაზე, მის უპირატესობებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა როლზე მედიაციის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა აქტიური დისკუსია მედიაციის სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება