ENG

სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის მონაწილეობით საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა-სასწავლო დაწესებულებებში მედიაციის, როგორც სასწავლო დისციპლინის დანერგვასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი.

„დღეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, შევხვდით მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირაკლი ყანდაშვილს და განვიხილეთ ახალი ინსტიტუციის - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის სწავლების დანერგვის საკითხი სკოლებში სამოქალაქო განათლების ფარგლებში, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი უფლება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის მხარეებს საშუალებას აძლევს ურთიერთშეთანხმებით დაასრულონ დავა და შეთანხმება იყოს მათ ინტერესზე მორგებული. პროფესიონალი მედიატორები სწორედ ამაში ეხმარებიან დავის მხარეებს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუციას ადრეული ასაკიდანვე ეცნობოდნენ ჩვენი მოქალაქეები.„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის, როგორც დისციპლინის სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რათა ჩვენ მივიღოთ მოქალაქე, რომელმაც ჯერ კიდევ სასწავლო მერხიდან იცის დავის გადაწყვეტის აღნიშნული მექანიზმის თაობაზე. ამით ჩვენ მოვახდენთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გამომდინარე იქიდან, რომ მომავალ მოქალაქეებს ეცოდინებათ დავის წარმოშობამდე თუ როგორ უნდა მართონ მათი კონფლიქტი. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულების სწავლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“.

შეხვედრის დასასრულ  დაისახა გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აღნიშნული დისციპლინის ინტეგრირება სასწავლო კომპონენტად.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია