ENG

სამუშაო შეხვედრა „სინგაპურის კონვენციის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის“

15 დეკემბერს მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „სინგაპურის კონვენციის როლი და მნიშვნელობა საქართველოსთვის“ .ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მენეჯერმა ლიანა ქარცივაძემ. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სინგაპურის კონვენციის როლსა და მნიშვნელობას საქართველოში.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია