ENG

სამუშაო შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის მედიატორებთან

7 დეკემბერს,  საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა  დისტანციურ რეჟიმში გამართა  წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის მედიატორებთან.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარემ მედიატორებთან ერთად  შეაჯამა  2020 წლის გამოწვევები  და იმსჯელეს  პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებზე.

აღნიშნულ შეხვედრაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის  კოორდინატორმა ელენე ორჯონიკიძემ ისაუბრა მედიაციის ცენტრში არსებულ გამოწვევებზე და   სამედიაციო საქმეების სტატისტიკურ მონაცემებზე.
სამომავლოდ დაგეგმილია აღნიშნული ხასიათის შეხვედრები რუსთავისა და მცხეთის რაიონული სასამრთლოს მედიატორებთან.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“