ENG

საპენსიო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, საპენსიო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ჯგუფის წევრებისთვის იმ სიახლეებისა და მიმდინარე პროცესების წარდგენა, რომლებიც მედიატორთა საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოსთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. თანამშრომლობის მიზანია საპენსიო ასაკის მიღწეული მედიატორებისთვის სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფის პროცესში არსებული პრობლემების გადაჭრა.

მოცემული საკითხის სენსიტიურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასოციაცია მუდმივად იყენებს სამუშაო შეხვედრების, კონსულტაციების და ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა ფორმატს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, რომ საპენსიო სტატუსის მქონე მედიატორებს მიეცეთ შესაძლებლობა, სამედიაციო საქმიანობის პარალელურად, შეუფერხებლად მიიღონ მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო პენსია
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.