ENG

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ გაეროს გლობალურ შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა

გაეროს გლობალურ შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრები არიან კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები. ქსელის მისიაა, საქართველოში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა. გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ გაეროს გლობალურ შეთანხმების ქსელთან აქტიური თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ასოციაციამ საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარა ბიზნესის წარმომადგენლებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის შესახებ.
თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა მოამზადეს საინფორმაციო ბროშურა და ვიდეორგოლი მედიაციის მნიშვნელობის შესახებ.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლებს გაეროს გლობალურ შეთანხმების საქართველოს ქსელთან.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“