ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.

დისკუსიას მოდერაცია გაუწია ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ იმნაიშვილმა, ხოლო ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება მედიატორმა ლია (ხათუნა) სანიკიძემ გაუზიარა.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც გამოცდილმა მედიატორებმა ახალ წევრებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მართავს მსგავს შეხვედრებს, რადგან პროფესიული გამოცდილების გაზიარება და მედიატორთა შორის თანამშრომლობა აუცილებელია მედიაციის ინსტიტუტის დახვეწისა და ქვეყანაში ამ მექანიზმის ეფექტიანობის ზრდისთვის.

აღნიშნული შეხვედრა „MediateHER Georgia”-ს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და Meridian International Center-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“