ENG

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აქტიურად აგძელებს მედიაციის პოპულარიზაციას და განვითარებას

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აქტიურად აგძელებს მედიაციის პოპულარიზაციას და განვითარებას. სწორედ ამ მიზნით 22 ნოემბერს ხელი მოეწერა ქარტიას,რომელითაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუციებმა გამოხატეს მზაობა შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ მედიაციის განვითარებას. ქარტიაზე ხელმოწერით მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - ნინო ქადაგიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ- თამარ ტყეშელაშვილმა, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ- დავით ასათიანმა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა. სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ხელმომწერ ინსტიტუციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მედიაციის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობა და მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანი და სამაგალითოა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“