ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან ახორციელებს მედიაციის პოპულარიზაციას, პროფესიული სტანდარტების ამაღლებასა და მომავალი თაობების მხარდაჭერას.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გრუნის პროფესორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, სახელობის 2025 წლის სტიპენდიანტების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია.

მაღალი აკადემიური მოსწრებისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის სახელობითი სტიპენდია გადაეცა სამართლის სკოლის 2 სტუდენტს: ანი თვაურსა და ნინო კვაშილავას.

დაჯილდოების ცერემონიალზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს პროფესორ ირაკლი ყანდაშვილს ამ ინიციატივისათვის და წარმატება უსურვა სტუდენტებს:

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ულოცავს ანი თვაურსა და ნინო კვაშილავას ამ მნიშვნელოვან ჯილდოს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“