ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი მიესალმა

შეხვედრას მოდერირება გაუწია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა -თამარ იმნაიშვილმა

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, გამოცდილმა მედიატორებმა ასოციაციის ახალ წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია პერმანენტულად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მედიაციის ინსტიტუტის დახვეწასა და განვითარება

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა