ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მონაწილეობას იღებდა გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

საქართველოში ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა და წარადგინა ანალიზი „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება საქართველოში - განხორციელების კონცეფცია".
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში ასახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და შეიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც აფერხებენ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სრულად უზრუნველყოფას საქართველოში.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ იმნაიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მედიაციის პროცესში ბავშთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, ასოციაცია დაფუძნების დღიდან ზრუნავს ბავშთა უფლებების მიმართულებით მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე , იმისათვის რომ მედიაციის პროცესში ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მეტად დაცული იყოს.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გაეროს ბავშთა ფონდთან აქტიურად თანამშომლობს და ჩართულია სხვადასხვა აქტივობებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია