ENG

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” პროფესიული ეთიკის სტანდარტებზე მუშაობს

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია”, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, აგრძელებს მუშაობას “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური საქმის წარმოების წესის პროექტის შემუშავებაზე.
“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიაციის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დასრულდება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი აქტების მიღებით, რაც გახდება პროფესიისადმი საზოგადოების მაღალი ნდობის გამოვლენის წინაპირობა.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია