ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა გაიმართა გორში, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი უძღვებოდნენ.

მათ სიტყვით მიმართეს ადგილობრივ მოსახლეობას, ისაუბრეს მედიაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტუიური კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაობით მსგავსი შეხვედრების გამართვას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“