ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა გაიმართა საგარეჯოში, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი უძღვებოდნენ.

მათ სიტყვით მიმართეს ადგილობრივ მოსახლეობას, ისაუბრეს მედიაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით მსგავსი შეხვედრების გამართვას.
_back

_Video Gallery

_Other news

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.

ტრენინგი ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”