ENG

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, რომელსაც საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იმნაიშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, ირაკლი გელოვანი უძღვებოდნენ.

მათ სიტყვით მიმართეს ადგილობრივ მოსახლეობას, ისაუბრეს მედიაციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, შეხვედრა ძალიან საინტერესო და აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გეგმავს მთელი საქართველოს მასშტაბით მსგავსი შეხვედრების გამართვას.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება